განვიხილეთ მოსწავლეთა დიფერენცირების საკითხები. გავეცანით სხვადასხვა აქტივობებსა და სტრატეგიებს. ჩემთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან კლასში მყავს როგორც სსსმ მოსწავლე ,ასევე მოსწავლეები, რომელთათვისაც ქართული არ არის მშობლიური ენა. შევარჩიე ჩემს კლასზე მორგებული საჭირო სწავლების სტრატეგიები.
ვისაუბრეთ მოსწავლეთა მხარდაჭერაზე. გავამზადეთ შაბლონები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება სწორად შეასრულონ დავალება და მიზანს არ ასცდენ
ვისაუბრეთ ფასილიტაციასა და გარნერის თეორიაზე, რომელიც მომცემს საშუალებას პროექტისათვის გამოვიყენო მოსავლეთა განსაკუთრებული მიდრეკილებებზე მორგებული აქტივობები.
Комментариев нет:
Отправить комментарий